ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გამოფენა - "შობის ციკლი ქართულ მინიატურაში"
06/01/2009

 ანონსი მედიისთვის

9 იანვარი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

 

გამოფენა - "შობის ციკლი ქართულ მინიატურაში"

9 იანვარი, 17:00 საათი, სამების საკათედრო ტაძართან არსებული ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზი - ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აწყობს გამოფენას სახელწოდებით "შობის ციკლი ქართულ მინიატურაში".

პროექტის მიზანია, თავი მოუყაროს და სიუჟეტური თანმიმდევრობით წარმოაჩინოს უნიკალური ქართული საეკლესიო ხელნაწერები ქრისტეს შობის ამსახველი კომპოზიციებით. აღნიშნული პროექტი შესაძლებლობას მისცემს ჩვენს საზოგადოებას, გაეცნოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცულ მდიდარ ხელნაწერ და მინიატურულ მემკვიდრეობას.

გამოფენაზე ექსპონირებული იქნება XI-XVII საუკუნეების შემდეგი საეკლესიო ხელნაწერების მიხედვით მომზდებული ფოტომასალა: გელათის (Q-908, XII ს.), II ჯრუჭის (H-1667; XII ს.), ვანის (A-1335, XII-XIII სს.), ლარგვისის (A-26, XIII ს.), მოქვის (Q-902, 1300 წ.) და სხვა ოთხთავები (Q-84, XVI ს., A-514, 1639 წ.), ასევე სვინაქსარი (A-648, 1030წ.), ფსალმუნნი (H43, 1681წ, H 1665, XIVს.), დაუჯდომელი (H-98, 1681 წ.), გულანი (შ-1277, XVII ს., A-125, XVII ს.).

გარდა ფოტომასალისა, დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს XVII-XVIII საუკუნების სხვადასხვა საეკლესიო ხელნაწერები. მათ შორის, სვეტიცხოვლის გულანი, 1681 წ.; სადღესასწაულო, 1742 წ.; ოთხთავი, 1639 წ.; ლიტურგიკული კრებული, 1733 წ.; სამოციქულო, XVIII ს.; ჟამნი, XVIII ს.; შემოქმედის გულანი, 1749 წ. და სხვ.

გამოფენა 20 იანვრამდე გასტანს.

###

საკონტაქტო პირი:
ირინა ჭოღოშვილი
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ: 36 40 94; 895 28 16 08
ელ-ფოსტა: info@manuscript.ge
ვებ-გვერდი: www.manuscript.ge

 

წაკითხულია: 7003